https://sputnik-georgia.com/20211111/tbilisi-unesco-s-semoqmedebiti-qalaqebis-siasi-moxvda-261999619.html
თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში მოხვდა
თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში მოხვდა
Sputnik საქართველო
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში გაერთიანება გლობალური სტატუსის მოპოვებასთან ერთად უდიდესი გამოწვევაა... 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T20:26+0400
2021-11-11T20:26+0400
2021-11-12T00:19+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
იუნესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23610/02/236100210_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b884236938f1e76a381db50b58b508d7.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა მედია ხელოვნების მიმართულებით, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის რიგით 49-ე ქალაქია. საქართველოს დედაქალაქს Tbilisi - UNESCO City of Media Arts სტატუსი ოფიციალურად დღეს მიენიჭა.„მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებს და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის პოზიციონირების საშუალებას მისცემს”, — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ თბილისს UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა.გარდა ამისა, ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა.UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა და აერთიანებს ქალაქებს, რომლებშიც კულტურა და შემოქმედება მოწინავე ადგილებს იკავებს. ქსელი ქალაქებს შვიდი სფეროს მიხედვით არჩევს — ხელნაკეთობები და ხალხური ხელოვნება, დიზაინი, კინო, გასტრონომია, ლიტერატურა, მედია ხელოვნება და მუსიკა. თითოეულ შემოქმედებით ქალაქში კრეატიულობა და მისი განვითარება აქტუალობის ცენტრშია, რათა გააძლიეროს ინკლუზიურობა, უსაფრთხოება და მდგრადობა.
https://sputnik-georgia.com/20211110/batumsi-unesco-s-semoqmedebiti-qalaqebis-siasi-moxvda-261964869.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23610/02/236100210_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1bf44854ab79253d0bd48730187a38c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, იუნესკო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, იუნესკო
თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში მოხვდა
20:26 11.11.2021 (განახლებულია: 00:19 12.11.2021) როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში გაერთიანება გლობალური სტატუსის მოპოვებასთან ერთად უდიდესი გამოწვევაა საქართველოს დედაქალაქისთვის.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა მედია ხელოვნების მიმართულებით, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის რიგით 49-ე ქალაქია. საქართველოს დედაქალაქს Tbilisi - UNESCO City of Media Arts სტატუსი ოფიციალურად დღეს მიენიჭა.
„მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებს და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის პოზიციონირების საშუალებას მისცემს”, — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ თბილისს UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა.
გარდა ამისა, ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა.
UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა და აერთიანებს ქალაქებს, რომლებშიც კულტურა და შემოქმედება მოწინავე ადგილებს იკავებს. ქსელი ქალაქებს შვიდი სფეროს მიხედვით არჩევს — ხელნაკეთობები და ხალხური ხელოვნება, დიზაინი, კინო, გასტრონომია, ლიტერატურა, მედია ხელოვნება და მუსიკა. თითოეულ შემოქმედებით ქალაქში კრეატიულობა და მისი განვითარება აქტუალობის ცენტრშია, რათა გააძლიეროს ინკლუზიურობა, უსაფრთხოება და მდგრადობა.