Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ევა ბარბაქაძე 20 წლის გახდა – გოგონამ ერთდროულად სამი ტორტი ჩააქრო – ვიდეო

© coutesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
ცნობილი მოდელის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაგშვილის შვილი ევა ბარბაქაძე იუბილარია. გოგონა 20 წლის გახდა და დაბადების დღე სახლში აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის დედამ ერთ-ერთი კომპანიის დახმარებით სახლი სადღესასწაულოდ მორთო და შვილს ერთბაშად სამ ტორტზე ანთებული სანთლები ჩააქრობინა.
უცნობია რა საჩუქარი უსახსოვრა ცნობილმა მოდელმა შვილს, ყოველ შემთხვევაში, ევა ფოტოებსა და ვიდეოებზე ძალიან გახარებული ჩანს. სხვათა შორის, შარშან ევამ დაბადების დღეზე საჩუქრად ძვირადღირებული მანქანა მიიღო.
შორენამ შარშან შვილს დაბადების დღე მცხეთაში, მეგობრების ვიწრო გარემოცვაში გადაუხადა, თუმცა წელს, პანდემიიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თავი შეიკავეს დიდი წვეულების გამართვისგან. შარშანდელ დაბადების დღეს ევას შეყვარებულიც ესწრებოდა. ამჟამად გოგონას გული თავისუფალია.
შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. ევა ბარბაქაძე მსახიობს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0