Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დემნა გვასალიამ „მოდის ოსკარი“ აიღო

© Facebook / Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
ამე­რი­კა­ში მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის­თვის დემ­ნა გვა­სა­ლი­ას­თვის ტრი­უმ­ფით დას­რულ­და.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ამე­რი­კა­ში მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბაზე Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლმა დირექტორმა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ გა­ი­მარ­ჯვა კა­ტე­გო­რი­ა­ში „ქა­ლის სა­მოს­ში წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რი“.
ეს მო­დის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოა, რო­მელ­საც „მო­დის ოს­კარ­საც“ უწო­დე­ბენ. საბ­ჭოს, რო­მელ­მაც სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, ტომ ფორ­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.
დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გარ­და, ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში წარ­დგე­ნილი იყ­ვნენ: და­ნი­ელ ლი (Bottega Veneta), რაფ სი­მონ­სი და მი­უ­ჩია პრა­და (Prada), პი­ერ­პა­ო­ლო პი­ჩო­ლი (Valentino) და სი­მონ ჟაკ­მუ­სი (JACQUEMUS).
დემ­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო უკვე მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლად ამე­რი­კის მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რად ის ოთხი წლის წინ და­ა­სა­ხე­ლეს.
ყველა ახალი ამბავი
0