Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 11 ნოემბერი

© Pixabay / fernandozhiminaicelaტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 705.312 ადამიანი; ჩატარებულია 2.025.471 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.356 ადამიანი.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.563-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 771.381-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 705.312 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.744), გარდაიცვალა – 10.739 (ბოლო 24 საათში – 77). კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.864 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.291 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 49.334 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29.214, PCR–ტესტით – 20.120.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,25%, ბოლო 14 დღის – 9,98%, ბოლო 7 დღის – 10,19%.
სულ ჩატარებულია 2.025.471 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.356 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0