„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ — პოლიტოლოგმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დაპატიმრებაზე

გამოწერა
საქართველო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა, ვინაიდან მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ თავის დროზე არ მოახდინა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებისგან იზოლირება, მიიჩნევს პოლიტოლოგი გიგლა ბარამიძე.
აღნიშნა რა, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, პოლიტოლოგმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი მაინც აღმოჩნდა ციხეში. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებზე ბარამიძემ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მთავარია, რომ მმართველ პარტიას აქვს ყველა შესაძლებლობა, შექმნას პირობები ჯანსაღ, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და არ ეთამაშოს ამ „ნაციონალურ სექტას“. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესები განვითარდება, თუ არადა მოგვიწევს ვუყუროთ იმას, რაც მე ზოგჯერ ადრეულ შუა საუკუნეებს მაგონებს“, — თქვა ექსპერტმა.
გიგლა ბარამიძის თქმით, ოპოზიციურმა „ნაცმოძრაობამ“ დიდი ხანია მიატოვა პარტიული საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ არჩევნებზე განაგრძობს ხმების მიღებას.
საქართველოში ვითარება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0