ძლიერი ქარი თბილისში: დაზიანებული სახურავები და წაქცეული ხეები

© photo: Sputnikთბილისი საღამოს საათებში
თბილისი საღამოს საათებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისის მუნიციპალური სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.
კერძოდ, დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
ყველა ახალი ამბავი
0