Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვარდებით მოფენილი სახლი – ასეთი სიურპრიზი მოუწყო თინა კანდელაკს ქმარმა – ვიდეო

© Facebook / Tina Kandelakiთინა კანდელაკი
თინა კანდელაკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი, რომელიც ცოტა ხნის წინ „გა­ზპ­რომ-მე­დია ჰოლ­დინ­გის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა, იუბილარია. კანდელაკმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალგაღვიძებულს კიბეები და მისაღები ოთახი ვარდებით დახვდა მოფენილი.
„საყვარელმა ქმარმა ჩვენი სახლი კავკასიად გადააქცია“, – დაწერა თინა კანდელაკმა. 46 წლის კან­დე­ლა­კი Ростех-ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დი­რექ­ტორის ვა­სი­ლი ბროვ­კოს მე­უღ­ლეა. მისი საყვარელი მამაკაცი მასზე 11 წლით უმცროსია. თინას ჰყავს ორი განსაკუთრებული გარეგნობის შვილი - მელანია და ლეო პირველი ქორწინებიდან მხატვარ და ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან.
თინა კან­დე­ლა­კი სხვა­დას­ხვა დროს იყო წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რი წამ­ყვან რუ­სულ მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში: მიჰ­ყავ­და ტოკ­შოუ „დე­ტა­ლე­ბი“ ტე­ლე­არხ СТС-ზე; „არა­რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო Апостол-ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი და ფე­დე­რა­ლუ­რი არ­ხი Матч ТВ-ს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი.
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0