თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

© photo: Tbilisi International / FBთბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ორგანოზატორების განცხადებით, თეატრალური ფესტივალი კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 10 ნოემბერს გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ დააფუძნა ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით.
ფესტივალი წელს ორ დიდ მთავარ მოვლენას უმასპინძლებს: ჯეიმს ტიერეს წარმოდგენა „მოს კონცერტს" და მიხეილ ბარიშნიკოვის მხატვრულ ინსტალაციას ფილმით – „არც ერთხელ".
საზაფხულო სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
საქართველოში ზაფხულის საერთაშორისო თეატრალური სკოლა ჩატარდება
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ვორქშოფებს და მასტერ-კლასებს ითვალისწინებს, რომლის თემაც საშემსრულებლო ხელოვნებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა.
ფესტივალის პირველ დღეს თეატრის მოყვარულები მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში იხილავენ ჯეიმს ტიერეს „მოს კონცერტს", დასაწყისი 21:00 საათზე.
ფესტივალის ბილეთები 5 ნოემბრიდან იყიდება მარჯანიშვილის თეატრის სალაროებში და ონლაინ.
ფესტივალის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ტრადიციულად, სექტემბერში იხსნებოდა, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარე თარიღმა ნოემბერში გადმოინაცვლა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2011 წელს ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0