დღეს საქართველოში აცივდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმიც.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები 10 ნოემბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას ელოდებიან.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0