Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რატომ არ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი

© Gia Kharchilavaგია ხარჩილავა
გია ხარჩილავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
მიუხედავად შეხვედრაზე უარისა, მან საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. როგორც წალენჯიხის ახლად არჩეულმა ოპოზიციონერმა მერმა გიორგი ხარჩილავამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრემიერთან შეხვედრას არ დაესწრო, იგი მზადაა მთავრობასთან ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, ასევე პირადი მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იხილებოდა და მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისთვის, რაც შეიძლება მალე შესრულდეს.
„მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან. აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში“, - დაწერა ხარჩილავამ თავის Facebook-გვერდზე.
მერის თქმით, მან უარი თქვა პრემიერთან შეხვედრაზე, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნების შედეგები ბევრ ქალაქში გაყალბდა, და სოლიდარობას უცხადებს დამარცხებულ კოლეგებს.
„დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში“, - მიუთითა ხარჩილავამ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხარჩილავამ დაამარცხა მეტოქე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენეი გიორგი გულორდავა მცირე სხვაობით - 51,11%-ით 48,89%-ის წინააღმდეგ. წალენჯიხა საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
საქართველოს 44 მუნიციპალიტეტის მერები თავიანთი უფლებამოსილების შესრულებას არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუდგნენ. დანარჩენი 20 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები მეორე ტურის შედეგად აირჩიეს, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართა. 64-იდან 63 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ყველა ახალი ამბავი
0