Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორია ეპიდვითარება რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / NEWSGEORGIA_3ადამიანები პირბადით და თერმოსკრინინგი
ადამიანები პირბადით და თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.751-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 766.818-ს მიაღწია.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.751 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.012 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.049, შიდა ქართლი – 550, კახეთი – 548, ქვემო ქართლი – 474, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 377, აჭარა – 210, სამცხე-ჯავახეთი – 210, მცხეთა-მთიანეთი – 140, გურია – 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 57.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.647 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 700.568-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.662-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 55.562 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.806 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.630, იმერეთში – 1.440, აჭარაში – 596.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 10 ნოემბერი
1.693 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 363 პირი, მათგან თბილისში – 205, აჭარაში – 38, იმერეთში – 29. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.276 ადამიანი, მათ შორის 818 – თბილისში, 275 – აჭარაში. 47.480 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49.841 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.751-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 766.818-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0