მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინგლისში აღმოაჩინეს კასეტა The Beatles-ის უცნობი კომპოზიციით

The Beatles - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
უნიკალური სიმღერა საჯაროდ ააჟღერეს ლივერპულში, The Beatles-ის მუზეუმში, მალე კი ის ქსელში გავრცელდება
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ინგლისში იპოვეს კასეტა, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა აქვთ მიღებული ლეგენდარულ მუსიკოსებს - ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის The Beatles-ის წევრებს - ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარს, იუწყება გამოცემა Evening Standard.
კასეტა 50 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, სახლის სხვენშია აღმოჩენილი. როგორც აღმოჩნდა, კომპოზიტორმა სურეშ ჯოშიმ კომპოზიცია Radhe Shaam 1968 წელს The Beatles-ის წევრებთან თანამშრომლობით ჩაწერა.
© AP Photo / Dan Grossiჯგუფი Beatles
Группа Beatles на концерте в Нью-Йорке - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
ჯგუფი Beatles
ჯოშის თქმით, კომპოზიციის ვოკალისტი იყო აიშიშ ჰანი, ჰარისონი უკრავდა გიტარაზე, რინგო სტარი კი - დრამზე. მაგრამ ისე მოხდა, რომ სიმღერა არ გავრცელდა, რადგან ყველა მონაწილე სხვადასხვა მიზეზით სხვა პროექტებში მოხვდა.
და მხოლოდ 53 წლის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯოში გადააწყდა ჩანაწერს ბირმინგემში, თავისი სახლის სხვენში. სიმღერა პირველად ლივერპულში, The Beatles-ის მუზეუმში 10 ნოემბერს აჟღერდა. მალე კი უნიკალური ჩანაწერი ქსელში გამოჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0