Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

აჩი ფურცელაძე მესამე ცოლს დაშორდა

© Facebook / Lola Tsereteliლოლა წერეთელი და აჩი ფურცელაძე
ლოლა წერეთელი და აჩი ფურცელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე მესამე ცოლს ელენე დუმბაძეს გაშორდა. წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, აჩი ,,სარკესთან” ჰყვებოდა, რომ მან ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა. მისი მეუღლე თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე იყო, რომელთანაც მომღერალი სამი წელი ცხოვრობდა.
აჩის მანამდე ორი ქორწინება ჰქონდა. მისი პირველი ცოლი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე იყო, მეორედ კი გაია ხაჩიძესთან მოაწერა ხელი. წყვილმა 5 წელი იცხოვრა ერთად და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მოასწრო ქორწინებაც და განქორწინებაც.
გაია ხაჩიძე რუსეთში ცხოვრობს. ის ცოტა ხნის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ „ზურაშაზე“, მსახიობ ირაკლი ჩხიკვიშვილზე დაქორწინა.
ყველა ახალი ამბავი
0