Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„456-ე მოთამაშე დიდ რაღაცას გააკეთებს“ – ფილმის რეჟისორი „კალმარის თამაშის“ მეორე სეზონზე

© REUTERS / Vidhyaa Chandramohanკალმარის თამაში
კალმარის თამაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
„ნეტფლიქსის“ ყველაზე პოპულარული კორეული სერიალის მეორე სეზონის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის რეჟისორმა ტონ-ჰეკ ჰვანიმ გამოცემა AP Entertainment-თან ინტერვიუში დაადასტურა.
Кукла высотой 3 метра из сериала Netflix Игра в кальмара ​​возле торгового центра в Кесон-Сити, Филиппины - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გიგანტური თოჯინა ნამდვილია! – უცნობი ფაქტები „კალმარის თამაშზე“
რეჟისორის თქმით, მეორე სეზონი ნამდვილად იქნება და მასზე ახლა ფიქრობს, თუმცა კონკრეტულად როგორ განვითარდება მოვლენები მეორე სეზონში, ჯერჯერობით არ იცის.
„თუმცა გი-ჰუნი (456-ე მოთამაშე) დაბრუნდება და ის დიდ რაღაცას გააკეთებს!“ – ამბობს რეჟისორი.
„კალმარის თამაში“ მოგვითხრობს 456 ადამიანის შესახებ, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ – ყველა მათგანს უზარმაზარი ვალი აქვს, რისი გადახდაც არ შეუძლია. მათ სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ საბავშვო თამაშებში, სადაც უზარმაზარი ფულადი პრიზის მოგების შანსი ექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0