მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეჯიბრი პრეზიდენტთან: ვენის ბორდელმა ვაქცინაციის ცენტრი გახსნა

© AP Photo / Andreea Alexandru
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ვენის ბორდელ Funplast-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამ ტიპის დაწესებულებაა ევროპაში, COVID-19-ზე ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო.
ამასთან ცენტრი, იმისათვის, რომ ადამიანები აცრისკენ წაახალისოს, თითოეულ ვაქცინირებულს 40 ევროს ვაუჩერს ჩუქნის.

„ჩვენ გვსურდა ვაქცინაციაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. თავიდან ეს მარკეტინგული ხუმრობა იყო, მაგრამ ახლა [აცრის მსურველების] დიდი რაოდენობა შეინიშნება. გვაქვს ვაქცინაციის იდეალური ცენტრი — ექიმით, სამედიცინო პერსონალით, მედდით, დასვენების ოთახით, მოკლედ, ყველაფრით“, — განაცხადა ბორდელის მფლობელმა კრისტოფ ლიელაჰერმა.

მისი თქმით, Funplast-ის პერსონალი „ავსტრიის პრეზიდენტს ეჯიბრება“, რომლის კაბინეტშიც 380 ადამიანი აიცრა კორონავირუსზე. Funplast-ში სურთ, რომ ამ რიცხვს გადააჭარბონ.
აღინიშნება, რომ ბორდელის ვაქცინაციის ცენტრში ასევე იღებენ ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც იქ მოხვედრა ფიტნეს-სტუდიიდან შეუძლიათ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სახელმწიფო პენსიონერებს ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარით წაახალისებს
„ვფიქრობ, აქ ვაქცინაციის ცენტრის მოწყობა შესანიშნავი იდეაა, იმიტომ რომ აქ მოდის ხალხი, რომლებიც არასდროს გაიკეთებდნენ აცრას სადმე სხვაგან“, — მიაჩნია ვენის ერთ-ერთ მცხოვრებ ქალბატონს.
ამასთან ვენის წითელი ჯვრის წარმომადგენელი ეველინ რილი აცხადებს, რომ ბორდელში მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ადგილზე ყველა პროცედურა პროფესიონალურად სრულდება, დაწყებული ექიმთან გასაუბრებით და დასრულებული ვაქცინაციის ოფიციალური პასპორტის გაცემით.
მისი თქმით, პროცესის კოორდინაციისთვის ბორდელმა სპეციალისტი დაიქირავა, რომელიც მანამდე ქვემო ავსტრიის სავაქცინაციო ცენტრს სრულად მართავდა.
ყველა ახალი ამბავი
0