საქართველოს ფეხბურთის ნაკრები შვედეთის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება

© Facebook / Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
სტადიონის ტერიტორიაზე ყველა პირი ვალდებულია იყოს პირბადით და დაიცვას სოციალური დისტანცია.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩისა და უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის თბილისში „ზესტაფონის" ბაზაზე მზადება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა – მინდორზე მხოლოდ 12 ფეხბურთელი გამოვიდა, დანარჩენი 13 მოთამაშე კი გუნდს სამშაბათს, 9 ნოემბერს შეუერთდება.

„შვედეთის ეროვნული ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ", – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს კოსოვოს ნაკრებს.
რაც შეეხება შვედეთის გუნდს, მან ექვს მატჩში 15 ქულა მოიპოვა და B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
საქართველოს ნაკრები შვედეთის წინააღმდეგ მატჩს ბათუმში 11 ნოემბერს, 21:00 საათზე გამართავს, უზბეკეთის გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას კი გორში 15 ნოემბერს, 18:00 საათზე ჩაატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0