ქუთაისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო ავრცელებს.
სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულ ცხოველთან, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ცხოველში ცოფის შემთხვევა დადასტურდა, კლინიკური ნიშნებით ერთი ადამიანია გადაყვანილი კლინიკაში, რომელსაც უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და იმყოფება მედიკოსების მეთვალყუროების ქვეშ. რამდენიმე პირი კი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში", – განაცხადა გიორგაძემ.
საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
ცოფი – სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0