Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა ეპიდვითარებაა რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 761.067-ს მიაღწია.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 6.021 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.253 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.160, კახეთი – 539, შიდა ქართლი – 511, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 442, ქვემო ქართლი – 357, აჭარა – 203, მცხეთა-მთიანეთი – 197, სამცხე-ჯავახეთი – 137, გურია – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 696.921-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 75 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.584-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.536 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.808 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.664, იმერეთში – 1.429, აჭარაში – 575.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 9 ნოემბერი
1.699 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 359 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 39, იმერეთში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.300 ადამიანი, მათ შორის 823 – თბილისში, 278 – აჭარაში. 45.428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 53 , ხოლო აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48.287 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 761.067-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0