ახალი ადგილები საპროტესტო აქციებისთვის

გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რეგულარულად ატარებენ საპროტესტო აქციებს სასჯელაღასრულების დაწესებულებებთან, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
დაკავებული სააკაშვილი თავდაპირველად რუსთავის №12 ციხეში გაამწესეს, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა. მისი მხარდამჭერები, რომლებიც ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, პრაქტიკულად ყოველდღე მართავდნენ ციხესთან აქციებს.
ორშაბათს სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ეს „სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ გაკეთდა.
სააკაშვილის მხარდამჭერები, მათ შორის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, რომელიც მისი ერთ-ერთი ადვოკატია, მაშინვე მივიდნენ გლდანის ციხესთან, სადაც სპეცრაზმის დანაყოფებს დაცვა ჰქონდათ გაძლიერებული. ადგილზე სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა.
ყველა ახალი ამბავი
0