საპროტესტო მსვლელობა თბილისში: „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია მოაწყეს თბილისის ცენტრში. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო აქციიდან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. შემდეგ, ლოზუნგების სკანდირებით, მსვლელობა მოაწყეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობებთან ოპოზიციის მსვლელობის მომენტისთვის დამატებითი დაცვა იყო განთავსებული. ბოლოს აქციის მონაწილეები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპყრობილიდან თბილისის გარეუბანში მდებარე ციხის საავადმყოფოში, გლდანის 18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილმა მე-18 დაწესებულების თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზებზე საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი გადაწვეტილება, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება“.
ყველა ახალი ამბავი
0