„მარშრუტკის" მძღოლი მგზავრების გადაყვანისას გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGER სამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
მამაკაცს გულის შეტევა მაშინ დაემართა, როდესაც მას თბილისიდან დედოფლისწყაროში მგზავრები გადაჰყავდა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისი–დედოფლისწყაროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა 7 ნოემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან გულის შეტევა დაემართა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა.
ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა. მათგან არც ერთი არ დაშავებულა.
გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
ყველა ახალი ამბავი
0