ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო მონეტებზე შეკვეთების მიღებას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი, ეროვნული ბანკი
იუსტიციის სახლი, ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ნუმიზმატებისთვის, კოლექციონერებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის საკოლექციო მონეტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრობასკეტი 2022“-ის საკოლექციო ვერცხლის მონეტებზე წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონეტა 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა. მისი წონა 15,5 გრამი იქნება, მონეტის დიზაინი და ფასი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით.
მონეტების წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე წინასწარ უნდა გადაიხადოს მონეტის თითოეული ერთეულისთვის 50 ლარი. ეს არის მონეტის შეკვეთის ღირებულება, რომელიც ამავე მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები
 - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაცია დაიწყო
მონეტის გამოშვებისა და სარეალიზაციოდ გამოტანის შემდეგ წინასწარ შეკვეთილი მონეტები გაიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის სალაროდან, ადგილზე მონეტების სრული სარეალიზაციო ღირებულების გადახდის შემდეგ.
წინასწარი შეკვეთისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ავტორიზაცია ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge და განათავსონ შეკვეთა.
წინასწარი შეკვეთის განთავსებისა და შემდგომი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია "საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებელთან წინასწარი შეკვეთის თაობაზე" შეთანხმებაში, რომელსაც მომხმარებელი ეცნობა შეკვეთის განთავსებამდე და რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge/ .
უწყებაში აღნიშნავენ, რომ წინასწარი შეკვეთებით გაყიდვები არ შეეხება უკვე დაგეგმილ - „საქართველოს მეფეების" სერიიდან მეფე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე შექმნილ მონეტებს, რომელთა გამოშვება უახლოეს მომავალში მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0