ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე 3 ათასი ფიჭვის ნერგი დაირგო

© photo: Sputnik / Stringerტყე
ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს" ინიციატივით ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე კავკასიური ფიჭვის 3.000 ნერგი დაირგო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს" ინიციატივით ტყის აღდგენის პროექტი უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

„ეროვნულ სატყეო სააგენტოს და კომპანია „ბორჯომს“ წლების თანამშრომლობა აკავშირებს და მისი შედეგები უკვე თვალსაჩინოა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე. აქ წლების განმავლობაში 20.000 ნერგზე მეტია დარგული კომპანიის მიერ და ეს თანამშრომლობა გრძელდება", – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

ერთობლივი პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5-წლიან გეგმასაც ითვალისწინებს.
2008 წლის ომის პერიოდში ხანძარმა ბორჯომის ხეობის უნიკალური ეკოსისტემას დიდი ზიანი მიაყენა. სრულად განადგურდა დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობი (სოფელი დაბის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. 2013 წელს განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებები დაიწყო, თუმცა 2017 წლის 20-26 აგვისტოს ამავე ტერიტორიაზე გაჩენილი ახალი ხანძრების შედეგად აღდგენილი ფართობები ხელმეორედ განადგურდა.
ყველა ახალი ამბავი
0