Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვეულებრივად გამსრესდა“ – ანანო სახელაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

© Facebook / Anano Sakhelashviliანანო სახელაშვილი
ანანო სახელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მას 360 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას, ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ანანომ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

„დღეს მეორედ დავიბადე. 2 წამით მაინც რომ დამეგვიანა მანქანაში ჩაჯდომა, ვიღაც გამოთაყვანებული კრეტინი, რომელიც შუა ფალიაშვილზე „გონკაობდა“, ჩვეულებრივად გამსრესდა. ჩემს მანქანას გაუსვა, მის მანქანას მარჯვენა სარკე მოტყდა და არც გაჩერებულა, ისე წავიდა“, – წერს ანანო სახელაშვილი.

ანანო უკვე რა ხანია, რაც საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერნეტ-სივრცეში და მისი პირადი ცხოვრებაც ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს. ანანო სახელაშვილი და ფეხბურთელი ზვიად ლობჟანიძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული წყვილია. ისინი ხშირად ერთად მონაწილეობენ სარეკლამო რგოლებშიც. წყვილს მაისში ურთიერთობის 5 წელი შეუსრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0