თბილისში 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა გაიხსენეს – ვიდეო

გამოწერა
გუშინ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია ჩატარდა, რომელზეც 2007 წლის 7 ნოემბრის სასტიკი დარბევა გაიხსენეს. როგორ ჩაიარა აქციამ, იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოში.
რუსთაველის პროსპექტზე გუშინ დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებსაც აქციის ორგანიზატორებმა დიდი ეკრანიდან შეახსენეს, როგორ დაარბია ხელისუფლებამ ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 14 წლის წინ.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს ძალის გამოყენებით დაარბია გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რა დროსაც სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და აკუსტიკური სპეცტექნიკა.
დარბევა რუსთაველის პროსპექტიდან დილაადრიან დაიწყო და მერე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა უბნებში.
იმავე დღის საღამოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შეიჭრა, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო და მკვეთრად აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას.
ყველა ახალი ამბავი
0