https://sputnik-georgia.com/20211107/ultimatumis-vada-amoiwura-xval-tbilissi-masstaburi-saprotesto-aqcia-gaimarteba-261862749.html
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ხვალ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ხვალ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება
Sputnik საქართველო
მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა“. 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T22:58+0400
2021-11-07T22:58+0400
2021-11-07T22:58+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261733631_0:571:2625:2048_1920x0_80_0_0_8e379811d8fc4aee8e137e5be5446a8c.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ორშაბათს საღამოს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მმართველმა პარტიამ არ უზრუნველყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა“.„ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (რომელიც რუსთავის ციხეში 38-ე დღე შიმშილობს) სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათი მისცა. ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის ცენტრში გაიმართება მორიგი საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის შემდგომი სამოქმედო გეგმები გაჟღერდება.
https://sputnik-georgia.com/20211107/---2007--7---261861732.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/02/261733631_512:549:2511:2048_1920x0_80_0_0_8e067efc0c30c85eee4bd30a103f35d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ხვალ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება
მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა“.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ორშაბათს საღამოს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.
როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მმართველმა პარტიამ არ უზრუნველყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.
მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა“.
„ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (რომელიც რუსთავის ციხეში 38-ე დღე შიმშილობს) სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათი მისცა. ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის ცენტრში გაიმართება მორიგი საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის შემდგომი სამოქმედო გეგმები გაჟღერდება.