https://sputnik-georgia.com/20211107/tengiz-cercvaze-saqartvelo-katastrofis-zrvarzea-261850349.html
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კატასტროფის ზღვარზეა
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კატასტროფის ზღვარზეა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგის თქმით, ხალხმრავალი შეკრებების გამო რისკი გაორმაგდა, რადგან ტრადიციულ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა ღონისძიებებს საპროტესტო აქციებიც დაემატა 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T09:30+0400
2021-11-07T09:30+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460172_0:98:1875:1153_1920x0_80_0_0_978e52ed71b1d1ad067a7234f6aec60f.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი- Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა კიდევ გაგრძელდება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.ეპიდემიოლოგებმა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო კვირაში COVID-19-მა 365 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.მისი თქმით, საქართველოში საგანგაშო ეპიდსიტუაციაა და მოვლენები ვითარდება ყველაზე უარესი სცენარით სამი ძირითადი ფაქტორის გამო: ესაა ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე, პირბადეების ტარების რეჟიმის არშესრულება და ხალხმრავალი შეკრებები.ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსი გამოუვლინდა 32,8 ათას ადამიანს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 750 ათასს მიუახლოვდა.მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,3%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.სიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ, მათ შორის საუბარია „მწვანე პასპორტებზე“.
https://sputnik-georgia.com/20211106/msofliosi-pirvelma-qveyanam-koronavirusze-bavsvta-savaldebulo-vaqcinacia-semoiro-261844708.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460172_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_028f301c2c9178f945e8b99ec453462b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კატასტროფის ზღვარზეა
09:30 07.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგის თქმით, ხალხმრავალი შეკრებების გამო რისკი გაორმაგდა, რადგან ტრადიციულ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა ღონისძიებებს საპროტესტო აქციებიც დაემატა
თბილისი, 7 ნოემბერი- Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა კიდევ გაგრძელდება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ეპიდემიოლოგებმა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო კვირაში COVID-19-მა 365 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა, გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველოში საგანგაშო ეპიდსიტუაციაა და მოვლენები ვითარდება ყველაზე უარესი სცენარით სამი ძირითადი ფაქტორის გამო: ესაა ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე, პირბადეების ტარების რეჟიმის არშესრულება და ხალხმრავალი შეკრებები.
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსი გამოუვლინდა 32,8 ათას ადამიანს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 750 ათასს მიუახლოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,3%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
სიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ, მათ შორის საუბარია „მწვანე პასპორტებზე“.