https://sputnik-georgia.com/20211107/prezidentma-koba-davitasvili-sikvdilis-semdeg-rirsebis-ordenit-daajildova-261854245.html
პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შედეგად დაშავდა, რამაც შემდგომში მძიმე დაავადების... 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T14:47+0400
2021-11-07T14:47+0400
2021-11-07T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250230054_0:0:1590:895_1920x0_80_0_0_a4b1a6cdcfa5c259f1adf64a678a21cd.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე.კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 2020 წლის 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.კობა დავითაშვილი „ხალხის პარტიის“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო.პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო 2013 წელს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.2013 წელს დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მან ამომრჩეველთა ხმების 0,6%-ის მიღება შეძლო. მანამდე მან განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 3%-ს ვერ მიიღებდა.ბოლო პერიოდში დავითაშვილი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა და ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებოდა. კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინდა, რომელიც დაავადების რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება. პოლიტიკოსი მის დაავადებას 2007 წლის ნოემბერში მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა.2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქცია დაარბიეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.იმ დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აქციის დაშლის დღეს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. სასტიკად ნაცემ დავითაშვილს მეორე დღეს ერთ-ერთ კლინიკაში მიაკვლიეს.კობა დავითაშვილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.
https://sputnik-georgia.com/20190219/koba-davitaSvili-politikaSi-brundeba-244423823.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/02/250230054_125:0:1512:1040_1920x0_80_0_0_e1dd7e1e313d7a61b1e3bbc014914704.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა
14:47 07.11.2021 (განახლებულია: 16:03 07.11.2021) კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შედეგად დაშავდა, რამაც შემდგომში მძიმე დაავადების განვითარება გამოიწვია
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე.
კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 2020 წლის 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
კობა დავითაშვილი „ხალხის პარტიის“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო.
პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო 2013 წელს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.
2013 წელს დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მან ამომრჩეველთა ხმების 0,6%-ის მიღება შეძლო. მანამდე მან განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 3%-ს ვერ მიიღებდა.
ბოლო პერიოდში დავითაშვილი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა და ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებოდა. კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინდა, რომელიც დაავადების რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება. პოლიტიკოსი მის დაავადებას 2007 წლის ნოემბერში მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა.
2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქცია დაარბიეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
იმ დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აქციის დაშლის დღეს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. სასტიკად ნაცემ დავითაშვილს მეორე დღეს ერთ-ერთ კლინიკაში მიაკვლიეს.
კობა დავითაშვილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.