მოერიდეთ დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს ინტერნეტში: თბილისში 23 წლის მამაკაცი დააკავეს

© AP Photo / Kin Cheungმომხმარებელი კომპიუტერთან
მომხმარებელი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
გამოწერა
გამოძიებამ ამ დროისთვის გამოავლინა 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3.930 ლარს შეადგენს.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისში ერთი პირი დააკავა, რომელიც მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს სთავაზობდა, მოტყუებით ეუფლებოდა მათ საბანკო მონაცემებს და შემდგომში ამ ადამიანების ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
უწყების მონაცემებით, 23 წლის ლ.შ. წარსულშიც ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.
დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ.შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა.
„ფეისბუკის“ ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
თაღლითებმა მღვდლის სახელით მრევლს ათობით ათასი ლარი გამოსტყუეს
გამოძიებამ ამ ეტაპზე გამოავლინა 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3.930 ლარს შეადგენს.
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0