ფეხბურთი: სულ ცოტაც და ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდება

© Facebook / photo: courtesy of FC Dinamo Batumi / FBსაქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბათუმის „დინამო" თბილისის „დინამოს" ხუთი ქულით უსწრებს.
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის XXXIII ტურში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ნულოვანი ანგარიშით დაუზავდა თბილისის „ლოკომოტივს“ (0:0) და 5 ქულით უსწრებს „დინამო“ თბილისს.
ბათუმის „დინამოელები” მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდნენ, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, მაგრამ გია გეგუჩაძის შეგირდებს რეალიზაციამ უმტყუნა.
მიუხედავად ფრედ დასრულებული მატჩისა, ბათუმური კლუბი შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს. საქმე ისა, რომ მისი უახლოესი მეტოქე, თბილისის „დინამო“ მოულოდნელად დამარცხდა გორის „დილასთან“ მინიმალური ანგარიშით 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა.
დავით ყიფიანის სახელობის თასი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
საქართველოს თასის ნახევარფინალი ფეხბურთში – კენჭისყრის შედეგები
ამგვარად, საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბათუმის „დინამო" თბილისის „დინამოს" ხუთი ქულით უსწრებს.
თეორიულად, უკვე მომდევნო ტურში ბათუმურმა კლუბმა შესაძლოა ისტორიაში პირველი ჩემპიონობა გაიფორმოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ დაამარცხებს და „დინამო“ თბილისი ქობულეთის „შუქურას“ ვერ მოუგებს.
ბათუმის „დინამო” ოთხჯერ დაეუფლა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალს და სამჯერ გახდა ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი.
ყველა ახალი ამბავი
0