https://sputnik-georgia.com/20211107/cottbus-film-festival-levan-tediasvilma-sauketeso-mamakaci-msaxiobis-nominaciasi-gaimarjva-261856598.html
ლევან თედიაშვილი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა
ლევან თედიაშვილი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა
Sputnik საქართველო
„მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი. 07.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-07T17:07+0400
2021-11-07T17:07+0400
2021-11-07T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250643962_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_1af632d1807c6d49110bac2c4ef31532.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.კერძოდ, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა და მსახიობმა ლევან თედიაშვილს. გარდა ამისა ფილმს გადაეცა „ფიპრესის“ ჯილდო (კინოკრიტიკოსების პრიზი) და ეკუმენიური ჟიურის პრიზი.კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანიაში, 2-7 ნოემბერს გაიმართა.„მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი.ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.საერთაშორისო კინოფესტივალი კოტბუსში პირველად 1991 წელს გაიმართა და იმ დროიდან აღმოსავლეთ ევროპის მთავარ ფესტივალად მიიჩნევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250643962_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_2882fe39b4e277d34b38e7059b01f36f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ლევან თედიაშვილი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა
17:07 07.11.2021 (განახლებულია: 17:28 07.11.2021) „მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა, იუწყება
ეროვნული კინოცენტრი. კერძოდ, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა და მსახიობმა ლევან თედიაშვილს. გარდა ამისა ფილმს გადაეცა „ფიპრესის“ ჯილდო (კინოკრიტიკოსების პრიზი) და ეკუმენიური ჟიურის პრიზი.
„ლევან თედიაშვილმა მიიღო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის პრიზი, რომელიც შეადგენს 5 ათას ევროს. მეორე პრიზი იყო „ფიპრესის“ პრიზი და მესამე – ეკუმენიური ჟიურის პრიზი“, – განუცხადა „პირველ არხს“ ლევან კოღუაშვილმა.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანიაში, 2-7 ნოემბერს გაიმართა.
„მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
საერთაშორისო კინოფესტივალი კოტბუსში პირველად 1991 წელს გაიმართა და იმ დროიდან აღმოსავლეთ ევროპის მთავარ ფესტივალად მიიჩნევა.