Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე: „სამწუხაროდ, გვექნება ლეტალობის ზრდა...“

© National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
გამოწერა
თუ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 9 ათასამდე ავა, კლინიკური სექტორი გაზრდილი ნაკადების მართვას ვერ გაუმკლავდება, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება, რადგან ქვეყანაში 1500-ზე მეტი მძიმე შემთხვევა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამასთან, ჰოსპიტალიზებული ადამიანების უმრავლესობა აუცრელია.
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა ეპიდვითარებაა რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკური სექტორი გაზრდილი ნაკადების მართვას ვერ გაუმკლავდება.
„უკვე მეხუთე ტალღის პიკია, მაგრამ, ჯერჯერობით, ექიმის გარეშე არავინ დარჩენილა. უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა", - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.
ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გახდება თუ არა 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია სავალდებულო
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 4.104 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4.627 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0