https://sputnik-georgia.com/20211106/xmauri-rustavis-cixestan-policiam-ori-piri-daakava-261848993.html
ხმაური რუსთავის ციხესთან: პოლიციამ ორი პირი დააკავა
ხმაური რუსთავის ციხესთან: პოლიციამ ორი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნული პირები აქციის მსვლელობისას გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T22:12+0400
2021-11-06T22:12+0400
2021-11-06T22:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260219609_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_454e77f091b79f14c979f0b71fb66fda.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის მონაწილე ორი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც გარშემომყოფებს, ისე პოლიციის თანამშრომლებს.სამართალდამცველებმა ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.დღეს, რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სცენასთან შეიკრიბნენ, მათ უკავიათ დროშები და ლოზუნგები „თავისუფლება სააკაშვილს“.
https://sputnik-georgia.com/20211106/opoziciam-xelisuflebas-saakasvilis-samoqalaqo-klinikasi-gadayvanistvis-24-saati-misca-261848697.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260219609_277:101:1280:853_1920x0_80_0_0_15d20f988589b029b229a060fbd744ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ხმაური რუსთავის ციხესთან: პოლიციამ ორი პირი დააკავა
სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნული პირები აქციის მსვლელობისას გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის მონაწილე ორი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია
„პირველი არხი“. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც გარშემომყოფებს, ისე პოლიციის თანამშრომლებს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დღეს, რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სცენასთან შეიკრიბნენ, მათ უკავიათ დროშები და ლოზუნგები „თავისუფლება სააკაშვილს“.