საქართველოში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვისთვის სასჯელი გამკაცრდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხე-ტყე
ხე-ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას ან/და გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე
თბილისი, 6 ნოემბერი- Sputnik. ბრაკონიერებს, რომლებიც ადრე დაჯარიმდნენ ტყის გაჩეხვისთვის, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილები ძალაში უკვე შევიდა.
ახალი ნორმების მიხედვით, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისთვის, ასევე მინდორდამცავი ზოლის ან ქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის მანამდე უკვე დაჯარიმებულ პირებს, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ, თუ მათმა ქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას ან/და გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2021
საქართველოში ტყის კოდექსი ამოქმედდა
ტყის გაჩეხვისთვის დაწესებული ჯარიმები, რაც კანონმდებლობით ადმინისტრაციულ დარღვევას წარმოადგენს, 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს (გაჩეხვის ადგილიდან გამომდინარე).
ტყის დაცვის თემა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყის გაჩეხვისთვის ჯარიმები რამდენჯერმე გაზარდა და კონტროლი გაამკაცრა.
მაგრამ ბრაკონიერებს ეს არ აჩერებს. მხოლოდ გასულ ზაფხულში ტყის უკანონო გაჩეხვის 500-მდე ფაქტი დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0