საქართველოში უახლოეს დღეებში კარგი ამინდია მოსალოდნელი

© photo: Sputnikშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზებით, შემოდგომა საქართველოს მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თბილ და უნალექო დღეს აჩუქებს
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 10 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0