Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეზიზღები ყველას“ - რას წერენ მაია ასათიანს - ტელეწამყვანი „სქრინებს“ აქვეყნებს

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
მაია ასათიანი ბულინგის მსხვერპლი გახდა, მან კი „სქრინები“ გაასაჯაროვა
ტელეწამყვანი მაია ასათიანი არაერთხელ გამხდარა სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი. ამჯერად მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გაასაჯაროვა ტექსტები, რომლებსაც კონკრეტულად ერთი პირი უწერს სხვადასხვა აქტივობაზე. „ცოტა მაინც შეინიღბეთ ტროლებო“, - წერს მაია ასათიანი. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ვარაუდობს, რატომ და ვისგან გახდა ასეთი კომენტარების მიზანი.
თუ სოციალური ქსელის მომხმარებლის ტექსტებით ვიმსჯელებთ, ასათიანი, სავარაუდოდ პირადი ცხოვრების გამო გახდა კრიტიკის ობიექტი. მას შემდეგ, რაც ასათიანმა გაამხილა, რომ ასაკით უმცროს მამაკაცზეა შეყვარებული, კომენტარების აქცენტი აშკარად ამ თემაზე მოდის.
როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ამ ტექსტებს არ გაუბრაზებია და დაწერა, რომ ძალიან გაახალისა ამან. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ ამხელს ის საყვარელი ადამიანის ვინაობას, რომ ამ უსაფუძვლო აგრესიისგან და ბულინგისგან დაიცვას.
ყველა ახალი ამბავი
0