https://sputnik-georgia.com/20211106/kaladze-mzad-var-nacmozraobastan-vitanamshromlo-261836611.html
კალაძე: მზად ვარ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლო
კალაძე: მზად ვარ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლო
Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა. 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T09:21+0400
2021-11-06T09:21+0400
2021-11-06T09:21+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251261322_0:211:2048:1363_1920x0_80_0_0_5d7ec7671d4b0ee7d5c579171b39d872.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.„საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა, საკრებულოში მათ გარდა არიან სხვა პარტიების წარმომადგენლები. მე მზად ვარ ქალაქის საკეთილდღეოდ ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა.თვითმმართველ ქალაქებში მმართველმა პარტიამ სრულ გამარჯვებას მიაღწია მხოლოდ მერების არჩევნების ნაწილში, საკრებულოს დეპუტატებთან დაკავშირებით მას ასე არ გაუმართლა.ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სიდიდით მეორე ქალაქში - ბათუმში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო.თბილისის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ასეთია:ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების საბოლოო შედეგები 13 ნოემბრამდე გამოცხადდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251261322_453:253:1933:1363_1920x0_80_0_0_8e4b32432dc358b79982ea76f31f49b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კალაძე: მზად ვარ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვითანამშრომლო
თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
„საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა, საკრებულოში მათ გარდა არიან სხვა პარტიების წარმომადგენლები. მე მზად ვარ ქალაქის საკეთილდღეოდ ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, თბილისის საკრებულოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა.
თვითმმართველ ქალაქებში მმართველმა პარტიამ სრულ გამარჯვებას მიაღწია მხოლოდ მერების არჩევნების ნაწილში, საკრებულოს დეპუტატებთან დაკავშირებით მას ასე არ გაუმართლა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სიდიდით მეორე ქალაქში - ბათუმში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო.
თბილისის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ასეთია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 29 დეპუტატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი
„ლელო საქართველოსთვის“ - 2 დეპუტატი
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 დეპუტატი
„ხალხისთვის“ - 1 დეპუტატი
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების საბოლოო შედეგები 13 ნოემბრამდე გამოცხადდება.