https://sputnik-georgia.com/20211106/gorsi-mama-svili-dawrisa-da-zaladobis-faqtebze-daakaves-261840192.html
გორში მამა-შვილი დაჭრისა და ძალადობის ფაქტზე დააკავეს
გორში მამა-შვილი დაჭრისა და ძალადობის ფაქტზე დააკავეს
Sputnik საქართველო
ორ მამა-შვილს შორის ფინანსური დავა ერთ-ერთის დაჭრით დასრულდა 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T14:30+0400
2021-11-06T14:30+0400
2021-11-06T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_6c42e6e688ebcb2bc6b253013bde2f83.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გორში პარასკევს ერთი მამაკაცი დაჭრეს, ხოლო მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.კერძოდ, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ.მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ.-ს შვილმა, ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ რ.გ.-ს შვილს, 2001 წელს დაბადებულ ს.გ.-ს.დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნავენ უწყებაში.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_b16b503de07e4786896a15ddbe132407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
გორში მამა-შვილი დაჭრისა და ძალადობის ფაქტზე დააკავეს
ორ მამა-შვილს შორის ფინანსური დავა ერთ-ერთის დაჭრით დასრულდა
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გორში პარასკევს ერთი მამაკაცი დაჭრეს, ხოლო მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს, იუწყება შსს-ს
პრესსამსახური.
კერძოდ, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ.
მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ.-ს შვილმა, ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ რ.გ.-ს შვილს, 2001 წელს დაბადებულ ს.გ.-ს.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნავენ უწყებაში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.