https://sputnik-georgia.com/20211105/wyondidis-eparqia-dakavebulia-xuti-beri-261809900.html
დაძაბული დილა ჭყონდიდის ეპარქიაში – დაკავებულია ხუთი ბერი
დაძაბული დილა ჭყონდიდის ეპარქიაში – დაკავებულია ხუთი ბერი
Sputnik საქართველო
ეპარქიის მიტროპოლიტის მიერ მონასტრიდან გაძევებული ბერები გვიან ღამით პოლიციამ გაიყვანა. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T11:19+0400
2021-11-05T11:19+0400
2021-11-05T16:25+0400
კონფლიქტები
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261815562_0:511:2730:2047_1920x0_80_0_0_ec49f922d63a45a0e5fb31722b4ba476.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ეკლესიიდან განკვეთილმა ხუთმა ბერმა სალხინოს მამათა მონასტერი პოლიციის თანხლებით დატოვა. ამის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიიდან განრიდებული მეუფე პეტრეს ადგილზე ახალი მიტროპოლიტის სტეფანეს დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მღვდელმსახურებისა და მრევლის ნაწილმა ეპარქიის ახალი მეთაურის აღიარებაზე უარი განაცხადა. მეუფე სტეფანემ, თავის მხრივ, ეკლესიიდან რამდენიმე ბერი და მღვდელი განკვეთა.ეკლესიიდან განკვეთილი ბერები მონასტრის ტერიტორიაზე სექტემბრის ბოლოდან იმყოფებოდნენ. ისინი მონასტერში არ უშვებდნენ ახალი მიტროპოლიტის შუამავლებს და ამტკიცებდნენ, რომ ისინი ეკლესიიდან უკანონოდ განკვეთეს, მიტროპოლიტმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.საქართველოს საპატრიარქომ ბერებს ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგრიული მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მათ დაეტოვებინათ მონასტერი. ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო. წერილს თბილისიდან ხელი მოაწერა პატრიარქის მდივანმა მიხეილ ბოტკოველმა.„მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე, მამა ბასილი დაკავებული არიან. გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში“, – ნათქვამია სალხინო-წაჩხურუს მრევლის Facebook-გვერდზე.ამავე წყაროს ინფორმაციით, ბერები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავესსკანდალი ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე ორი წელია გრძელდება. მიტროპოლიტ სტეფანეს წინამორბედი, ეპისკოპოსი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა 2019 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართ მკვეთრი განცხადებების გამო ეკლესიას ჩამოაშორა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა. ცაავას ბევრმა მღვდელმსახურმა და მრევლის ნაწილმა დაუჭირა მხარი და ისინი დღემდე არ ცნობენ ახალ მიტროპოლიტს.
https://sputnik-georgia.com/20210530/Wyondidis-eparqiaSi-skandali-grZeldeba-salxinos-iRumens-xarisxi-CamerTva-251878488.html
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261815562_276:414:2453:2047_1920x0_80_0_0_aecece9470e06148e6973298b46e9a33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კონფლიქტები, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , საქართველოს საპატრიარქო
კონფლიქტები, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , საქართველოს საპატრიარქო
დაძაბული დილა ჭყონდიდის ეპარქიაში – დაკავებულია ხუთი ბერი
11:19 05.11.2021 (განახლებულია: 16:25 05.11.2021) ეპარქიის მიტროპოლიტის მიერ მონასტრიდან გაძევებული ბერები გვიან ღამით პოლიციამ გაიყვანა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ეკლესიიდან განკვეთილმა ხუთმა ბერმა სალხინოს მამათა მონასტერი პოლიციის თანხლებით დატოვა. ამის კადრები
სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიიდან განრიდებული მეუფე პეტრეს ადგილზე ახალი მიტროპოლიტის სტეფანეს დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მღვდელმსახურებისა და მრევლის ნაწილმა ეპარქიის ახალი მეთაურის აღიარებაზე უარი განაცხადა. მეუფე სტეფანემ, თავის მხრივ, ეკლესიიდან რამდენიმე ბერი და მღვდელი განკვეთა.
ეკლესიიდან განკვეთილი ბერები მონასტრის ტერიტორიაზე სექტემბრის ბოლოდან იმყოფებოდნენ. ისინი მონასტერში არ უშვებდნენ ახალი მიტროპოლიტის შუამავლებს და ამტკიცებდნენ, რომ ისინი ეკლესიიდან უკანონოდ განკვეთეს, მიტროპოლიტმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს საპატრიარქომ ბერებს ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგრიული მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მათ დაეტოვებინათ მონასტერი. ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო.
წერილს თბილისიდან ხელი მოაწერა პატრიარქის მდივანმა მიხეილ ბოტკოველმა.
„მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე, მამა ბასილი დაკავებული არიან. გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში“, – ნათქვამია სალხინო-წაჩხურუს მრევლის
Facebook-გვერდზე.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ბერები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
სკანდალი ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე ორი წელია გრძელდება. მიტროპოლიტ სტეფანეს წინამორბედი, ეპისკოპოსი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა 2019 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართ მკვეთრი განცხადებების გამო ეკლესიას ჩამოაშორა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა. ცაავას ბევრმა მღვდელმსახურმა და მრევლის ნაწილმა დაუჭირა მხარი და ისინი დღემდე არ ცნობენ ახალ მიტროპოლიტს.