გრძელდება რუსეთის უმაღლესებში უცხოელი აბიტურიენტების რეგისტრაცია

© photo: Sputnik / Ilya Averianov / გადასვლა მედიაბანკშიСтуденты в университете
Студенты в университете - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების ცნობით, გრძელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რეგისტრაცია, რომლებსაც სურთ რუსეთშისწავლა ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეგიძლიათ 2021 წლის 25 ნოემბრამდე (მოსკოვის დროით, 2021 წლის24 ნოემბრის 23:59 საათამდე).
გასაუბრების ფორმატში შესარჩევი ტესტების განრიგის შესახებ ინფორმაცია სისტემაში დარეგისტრირებულ კანდიდატებს ნოემბრის შუა რიცხვებში მიეწოდებათ.
2022/2023 სასწავლო წელს კვოტირების ადგილების მოცულობა 23 ათასი ადგილია. დსთ-ს წევრი ქვეყნები კვლავაც პრიორიტეტად რჩება „როსოტრუდნიჩესტვოსთვის“.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება ყოველწლიურად ატარებს კონკურსსს აქართველოს მოქალაქეებს შორის რუსულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. 16 წელია, რაც რუსეთში ფუნქციონირებს სასწავლო როგრამა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულის ტუდენტებისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში სასწავლებლად ყოველწლიურად120-მდე სტუდენტი მიდის.
ყველა ახალი ამბავი
0