https://sputnik-georgia.com/20211105/saqartveloshi-diplomatiis-dge-agnishnes-261834732.html
საგარეო პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები: საქართველოში დიპლომატიის დღე აღნიშნეს
საგარეო პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები: საქართველოში დიპლომატიის დღე აღნიშნეს
Sputnik საქართველო
ქართულმა დიპლომატიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, განაცხადა დავით ზალკალიანმა 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T22:08+0400
2021-11-05T22:08+0400
2021-11-05T22:39+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ დღეს გვაქვს ძლიერი დიპლომატია, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეშიდიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.„გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ გვიწევს მტკიცება, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი და რომ არავინ არ უნდა წყვეტდეს ჩვენს მაგივრად, რა არის ჩვენი გზა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეისთვის ქართული დიპლომატიის მთავარი მიზანი საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს მიზნების მიღწევაა.თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, თუ რა დიდი წვლილი შეიტანა ქართულმა დიპლომატიამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.„გამოწვევების მიუხედავად, ქართულმა დიპლომატიამ შეძლო და ამ 30 წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. დღეს საქართველოს განვითარების გზა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სირთულეები და გამოწვევა, სწორედ საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის არჩევანზე გადის“, – აღნიშნა ზალკალიანმა. მისი თქმით, ქართული დიპლომატია მომავალშიც გააგრძელებს განვითარებას.ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (1658 — 1725).სულხან ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში და სამეფო კარზე გაიზარდა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სახელი საბა ბერად აღკვეცის დროს დაერქვა. ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღმზრდელი იყო.
https://sputnik-georgia.com/20210810/saqarTvelo-ekonomikur-diplomatias-ganaviTarebs-252545255.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები: საქართველოში დიპლომატიის დღე აღნიშნეს
22:08 05.11.2021 (განახლებულია: 22:39 05.11.2021) ქართულმა დიპლომატიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, განაცხადა დავით ზალკალიანმა
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ დღეს გვაქვს ძლიერი დიპლომატია, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეშიდიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ გვიწევს მტკიცება, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი და რომ არავინ არ უნდა წყვეტდეს ჩვენს მაგივრად, რა არის ჩვენი გზა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დღეისთვის ქართული დიპლომატიის მთავარი მიზანი საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს მიზნების მიღწევაა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დიპლომატი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ამ მიმართულებით იარონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, თუ რა დიდი წვლილი შეიტანა ქართულმა დიპლომატიამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.
„გამოწვევების მიუხედავად, ქართულმა დიპლომატიამ შეძლო და ამ 30 წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. დღეს საქართველოს განვითარების გზა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სირთულეები და გამოწვევა, სწორედ საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის არჩევანზე გადის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ქართული დიპლომატია მომავალშიც გააგრძელებს განვითარებას.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (1658 — 1725).
სულხან ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში და სამეფო კარზე გაიზარდა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სახელი საბა ბერად აღკვეცის დროს დაერქვა. ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღმზრდელი იყო.