პოლიციაში ჭყონდიდის ეპარქიაში კონფლიქტის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerდაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
ინციდენტის დროს საქართველოს საპატრიარქოს ვიდეოკამერა დაზიანდა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის ყველა მონაწილე პოლიციის განყოფილებაშია და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კონფლიქტი მას შემდეგ გაჩაღდა, რაც მონასტერში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მივიდნენ და ეკლესიიდან განკვეთილ ბერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ბერებმა წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. შედეგად გამოიძახეს პოლიცია და სამართალდამცველებმა ბერები მონასტრის ტერიტორიიდან ძალით გაიყვანეს.

„სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვას აწარმოებენ“, – განაცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბერებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ვიდეოკამერა. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, რაც ისჯება ერთ წლამდე ვადით გამოსასწორებელი შრომით ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიას ჩამოშორებული მეუფე პეტრეს ადგილზე 2021 წლის თებერვალში ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მღვდელმსახურებისა და მრევლის ნაწილმა ეპარქიის ახალი მეთაურის აღიარებაზე უარი განაცხადა. მეუფე სტეფანემ ეკლესიიდან რამდენიმე ბერი და მღვდელი განკვეთა.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში - ეკლესიისგან განკვეთილი მოძღვრები არ ნებდებიან - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში – ეკლესიისგან განკვეთილი მოძღვრები არ ნებდებიან
ეპისკოპოსი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა 2019 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართ მკვეთრი განცხადებების გამო ეკლესიას ჩამოაშორა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა. ცაავას ბევრმა მღვდელმსახურმა და მრევლის ნაწილმა დაუჭირა მხარი და ისინი დღემდე არ ცნობენ ახალ მიტროპოლიტს.
საქართველოს საპატრიარქომ ბერებს ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგრიული მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მათ დაეტოვებინათ მონასტერი. ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო.
ბერები აცხადებენ, რომ ისინი ეკლესიიდან უკანონოდ განკვეთეს.
ყველა ახალი ამბავი
0