Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან გამიმართლა. ის შემდგარი მამაკაცია“ – ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილზე

© Facebook / OTaber Poladashviliჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი
ჯულიანა ბარგნარი ოთო ფოლადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სასცენო წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი მონაწილეები არიან და მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
ოთო ფოლადაშვილთან და ჯულიანა ბარგნართან ინტერვიუ „ფორტუნამ“ ჩაწერა. წყვილმა ერთმანეთთან ურთიერთობასა და კარიერაზე ისაუბრა. ჯულიანამ აღნიშნა, რომ მათ საერთო მიზნები, თუმცა განსხვავებული ხასიათი აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ურთიერთობებზე მაგარი არაფერია. რაც უფრო საინტერესო ადამიანთან ურთიერთობ, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება. ძალიან გამიმართლა, რადგან ოთო არა მარტო ფიზიკურად არის ძლიერი ადამიანი, არამედ ხასიათითაც. ის შემდგარი მამაკაცია”, – ამბობს ჯულიანა.

ოთომ, თავის მხრივ, თქვა, რომ მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, ისინი იშვიათად ჩხუბობენ. 16 წლის იყო, როდესაც ჯულიანას მეწყვილე გახდა და იმ წელსვე ყველა ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ, მას შემდეგ კი თამასა ქვევით არ ჩამოუწევიათ.
ყველა ახალი ამბავი
0