https://sputnik-georgia.com/20211105/dakavebulia-rusetis-moqalaqe-maqinaciebi-miwis-nakvetebze-261817347.html
მაქინაციები თბილისში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
მაქინაციები თბილისში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
Sputnik საქართველო
დაკავებული დედაქალაქში მიწის ნაკვეთების მითვისებას ცდილობდა, რომელთა საბაზრო ფასი 16 მლნ ლარს შეადგენს. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T13:46+0400
2021-11-05T13:46+0400
2021-11-05T18:38+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობის სხვისი ქონების მითვისება და დოკუმენტების გაყალბება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული სხვა პირების დახმარებით ცდილობდა თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 47,8 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთის მითვისებას. მან გააყალბა კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავის სახელზე დარეგისტრირებულ კომპანიაზე.რუსეთის მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვასა და ამ გზით 200 ათასი დოლარის მიღებას ცდილობდა.გამოძიების პერიოდში მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო.წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 16 მლნ ლარს აღემატება.სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლებით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.გამოძიება ასევე ადგენს დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს.
https://sputnik-georgia.com/20210609/afera-biznesmeni-dokumentebis-gayalbebaSi-amxiles-251973155.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
მაქინაციები თბილისში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
13:46 05.11.2021 (განახლებულია: 18:38 05.11.2021) დაკავებული დედაქალაქში მიწის ნაკვეთების მითვისებას ცდილობდა, რომელთა საბაზრო ფასი 16 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობის სხვისი ქონების მითვისება და დოკუმენტების გაყალბება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული სხვა პირების დახმარებით ცდილობდა თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 47,8 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთის მითვისებას. მან გააყალბა კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავის სახელზე დარეგისტრირებულ კომპანიაზე.
რუსეთის მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვასა და ამ გზით 200 ათასი დოლარის მიღებას ცდილობდა.
გამოძიების პერიოდში მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო.
წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 16 მლნ ლარს აღემატება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლებით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე ადგენს დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს.