Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შემაშფოთებელი ციფრები: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 681.919 ადამიანი. ჩატარებულია 1.995.150 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.063 ადამიანი.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.340-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 743.511-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 681.919 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.631), გარდაიცვალა – 10.300 (ბოლო 24 საათში – 62). კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.666 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში1.242 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 55.301 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.544, PCR–ტესტით – 22.757.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,66%, ბოლო 14 დღის – 9,45%, ბოლო 7 დღის – 9,99%.
სულ ჩატარებულია 1.995.150 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.063 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0