Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკომ კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა

© photo: Sputnik / Stringerხმების გადათვლის პროცესი
ხმების გადათვლის პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
ცესკოში საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით საჩივრები სხვადასხვა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წარადგინა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს, რასაც წინასწარ შედეგებზე გავლენა არ ჰქონია. უბნების მონაცემების გადათვლის შესახებ ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა წარმოადგინა.
იოსელიანმა აღნიშნა, რომ გადათვლის მოთხოვნით საჩივრები ცესკოში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იყო შეტანილი. ძირითადად ეს ორგანიზაციები იყვნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

„აღნიშნული ორგანიზაციების მიერ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით სულ წარმოდგენილი იყო 42 საარჩევნო უბანთან მიმართებით. აქედან ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საჩივრების განხილვამდე გადაითვალა სამი ისეთი საარჩევნო უბანი, სადაც არ არსებობდა ვიდეოფიქსაციის ჩანაწერები. ასევე საჩივრების განხილვამდე გადაითვალა სამი უბნის მონაცემები კანონმდებლობით განსაზღვრული წილისყრით გამოვლენილი უბნებიდან, ხოლო 15 უბანი – განცხადება/საჩივრების საფუძველზე“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისი თქმით, გადათვლის შედეგად აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა და გადათვლებს მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტურზე სულ გადათვლილია 274 საარჩევნო უბნის მონაცემი.
საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გადათვლილია 274 საარჩევნო უბნის მონაცემები. გადათვლა/ბათილობის/შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით სულ წარმოდგენილი იყო 139 საჩივარი. აქედან პოლიტიკური პარტიების მიერ – 73, ხოლო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ – 66. მათგან დაკმაყოფილდა 8, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 19, არ დაკმაყოფილდა – 83, განუხილველი დარჩა – 28 და განხილვაშია – ერთი.
ბიულეტენების გადათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
არჩევნები 2021
ვის რა დააკლდა და მოემატა ხმების ხელახალი დათვლით: ცესკო ახალ მონაცემებს აქვეყნებს
ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში სულ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო 492 საჩივარი. მათ შორის დაკმაყოფილდა – 62, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 36, არ დაკმაყოფილდა – 297, განუხილველი დარჩა – 51, გაითხოვეს – ოთხი საჩივარი, ხოლო განხილვაშია – 42.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური სულ 1,8 ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. შედეგების თანახმად, 20-დან 19 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხაში – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს, მან საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაგეგმა და ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0