დავით აღმაშენებელზე ფილმის კონკურსი: შერჩეულია სამი პროექტი

© Pixabay / Free-Photosკინოკამერა
კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონკურსი 12 აგვისტოს გამოაცხადა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროს იმ კონკურსის შორტ-ლისტში, რომელიც დავით აღმაშენებლის მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას ეხება, სამი პროექტი შევიდა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი 12 აგვისტოს გამოაცხადა. პირველი ეტაპის გამარჯვებული პროექტები შვიდკაციანმა საკონკურსო კომისიამ (ცნობილი რეჟისორები, ისტორიკოსები, მწერლები) გამოავლინა.
კონკურსის ფარგლებში განაცხადი ათმა პრეტენდენტმა შეიტანა, შორტ-ლისტში სამი პროექტი მოხვდა:
1.
„დავით აღმაშენებელი“ - შპს კინოიბერიკა (LTD KINO IBERICA), რეჟისორი და სცენარის ავტორი ლევან კოღუაშვილი
2.
„დავით აღმაშენებელი“ - შპს Film Asylum, პროდიუსერები - ვაკო კირკიტაძე, ნიკა გუგუშვილი, მარინა ბესპალოვა, სერგეი ბესპალოვი.
3.
„დიდგორი„ - რეჟისორი დავით გურგულია, პროდიუსერი - გიორგი გურგულია, სცენარის ავტორები - დავით გურგულია, გიორგი გურგულია.
შერჩეული პროექტი ან პროექტები 5 ათასი ლარით დაფინანსდება, ხოლო კინოკომპანიამ 2022 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარადგინოს დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 40 გვერდის ოდენობით. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კომისია საბოლოოდ გამოავლენს გამარჯვებულს და მონაცემებს კულტურის სამიანისტროს გადასცემს.
უფრო ადრე მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ფილმზე უფლებები, როგორც დამკვეთსა და სპონსორს, სახელმწიფოს ეკუთვნის. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის ძირითად შემოქმედებით ჯგუფს. სამინისტრო გამარჯვებულისთვის 7,5 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გამოყოფს.
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმს დააფინანსებს
გამარჯვებული კომპანია სცენარზე და ფილმზე მუშაობისთვის 20 ათას დოლარამდე მიიღებს. მუშაობისთვის კინოკომპანიას 7,5 თვე ეძლევა.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ყველა ახალი ამბავი
0