Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გიორგი ზვიადაძე: ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საპატრიარქოს მიმართა და მოუწოდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მრევლს მკაფიო მითითება მისცენ.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. სასულიერო პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ იგი ნებაყოფლობითი უნდა იყოს, განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესის მართვა სამედიცინო სფეროს პრეროგატივაა, შესაბამისად, ეკლესია აღნიშნულ საკითხში არ ჩაერევა.
ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა და არჩევანი – გაიკეთებს თუ არა ვაქცინას. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება იყოს ჯანმრთელი და ადამიანები არ იღუპებოდნენ“, – განაცხადა ზვიადაძემ.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
სავალდებულო ვაქცინაცია, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილის თვალსაზრისი
რაც შეეხება ცალკეული სასულიერო პირის მხრიდან ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოწოდებებს, ზვიადაძის განმარტებით, საპატრიარქოსთვის მრევლისადმი მსგავსი მოწოდება მიუღებელია და თუ კონკრეტული პირების ვინაობა ცნობილი გახდება, მათთან დაკავშირებით საპატრიარქო შესაბამის ზომებს გაატარებს.

„სასულიერო პირმა სწორად უნდა გადასცეს საზოგადოებას წმინდა სინოდის დამოკიდებულება და არა ის, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს, განსხვავებული დამოკიდებულება წარმოაჩინოს მრევლთან. თუ ცალკეული სასულიერო პირი განსხვავებულად საუბრობს, კრძალავს ვაქცინაციას ან აცხადებს, რომ ეს ცოდვაა, ეს არასწორი საქციელია“, – განაცხადა ზვიადაძემ.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. სხვადასხვა ინიციატივებთან ერთად მან საპატრიარქოს მოუწოდა მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკაფიო მითითება მისცეს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5.206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 53 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0