საქართველოს ყაზახი ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ

© photo: Sputnikტურისტი
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
პრეს-ტურის მონაწილეებმა მოინახულეს იმერეთისა და სამეგრელოს ტურისტული ადგილები. მათ მიერ საქართველოში გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალებს სოციალურ ქსელებში უკვე გაეცნო ათიათასობით ადამიანი.
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ავიაკომპანია Flyaristan-ის მხარდაჭერით ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეს-ტურში 13 ბლოგერი, ჟურნალისტი და ავიაკომპანია Flyaristan-ის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურის ფარგლებში ყაზახეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებმა და პოპულარულმა ბლოგერებმა ქუთაისი, მოწამეთას, გელათის მონასტრები, პრომეთეს მღვიმე, ქვევრის მუზეუმი, წყალტუბო, საირმე, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევი, ზუგდიდში დადიანების სასახლე მოინახულეს. ტურის მონაწილეებმა კატარღით ენგურჰესის წყალსაცავშიც გაისეირნეს.
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით – იწყება ახალი კამპანია
პრეს-ტურის პარალელურად ბლოგერებმა სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მომზადებული ვიდეო- და ფოტორეპორტაჟები გამოაქვეყნეს, რომელსაც ათიათასობით ინტერნეტ-მომხმარებელი უკვე გაეცნო. გარდა ამისა, იგეგმება სტატიების მომზადება ყაზახეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის.
„ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ტურისტული ბაზარია. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც პირდაპირი საჰაერო რეისები სრულდება, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა – ჟურნალისტების მიერ შექმნილი მასალით კიდევ ერთხელ მოვახდინოთ საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე და განსაკუთრებით ყაზახეთში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0