https://sputnik-georgia.com/20211104/prezidentma-kalazes-arcevnebsi-gamarjveba-miuloca-261797838.html
საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ეფექტიანი საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანია. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T18:26+0400
2021-11-04T18:26+0400
2021-11-04T21:54+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თბილისი დღეს
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისის მერია
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252545669_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_0c7fa85dff7622ea75955b58b0061b5c.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ორბელიანების სასახლეში მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარება სწრაფად და ეფექტიანად გაგრძელდეს.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. დედაქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ გაიმარჯვა, მან ხმების 55,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,4%. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252545669_93:0:1206:835_1920x0_80_0_0_0e63e9d3724243ee4348670fb5ee9905.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერია, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერია, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
18:26 04.11.2021 (განახლებულია: 21:54 04.11.2021) ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ეფექტიანი საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ორბელიანების სასახლეში მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კალაძის წინასაარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო და მას არ ჰქონდა გამოყენებული ე.წ. სიძულვილის ენა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარება სწრაფად და ეფექტიანად გაგრძელდეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. დედაქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ გაიმარჯვა, მან ხმების 55,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,4%. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.